საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს ვაგდებ – ადა მარშანიას მიხეილ ყავალაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.

როგორც მან პარლამენტის შენობაში მიმდინარე ერთკაციან არჩევნებზე თქვა,   საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.

მისი თქმით, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.

„უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ, თქვენ ამით საქართველოს ზიანი მიაყენეთ“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, არაღიარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.

შენიშვნა – ფოტს გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share