460-ს გადააჭარბა იმ კომპანიების რაოდენობამ, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე, Freebusiness.ge, დარეგისტრირდნენ. პლატფორმაზე წარმოდგენილი კომპანიები ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ არსებული კრიზისი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი ბიზნესები ახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.