„წადი, ბიძინა!“
„ცოფიან ნადირს არ გადაასხამს სიცივეში ცივ წყალს, ის ვისაც ადამიანი ჰქვია!”
“ლიფტში აკიდებული კორონა მე არ შემხვედრია. კორონას 99 პროცენტიანი ტრამპლინი გაციებაა. გაციების 99 პროცენტიანი ტრამპლინი კი 8 გრადუსზე დასველება. თან დიდი წნევის წყლის ჭავლით, რომელიც გაციების პროცენტს მაქსიმალურად ზრდის.
გარეულ, ცოფიან ნადირს არ გადაასხამს სიცივეში ცივ წყალს, ის ვისაც ადამიანი ჰქვია.
ამ მთავრობამ დაკარგა ადამიანური სახე. კორონას ეპიდემის დროს ცივი ნიავიც კი მოსარიდებელია.
ცივი წყლის ჭავლი სასიკვდილოდ გამეტებაა. ხორციელდება კრემლის ინსტრუქცია-არ დავუთმოთ საქართველო ქართველებს.
მთავრობავ, საბჭოთა, მენტალურად ძუნკალი,
სუპერკომკავშირელების და ბოლშევიკების პირდაპირო მემკვიდრეებო!
თქვენს ფსიქიკასა და გულში სავოკი ისევ ხარობს. თქვენი “გამპრავებლები” კი ინტელექტის დეფიციტს განიცდიან, ან ფულის მოციცქნას ელოდებიან სამშობლოს დაზიანების ხარჯზე.
საქართველო, უახლოეს პერიოდში, უპირობოდ, აუცილებლად შევა “ნატოში”. საქართველოს ჰყავს საიმედო გზამკვლელი, მსოფლიო პოლიტიკურ სამყაროში- მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთერთი ვარსკვლავი მიშა სააკაშვილი.
ქართველი ხალხი მეამაყება თავისი უდრეკი სულით და მაღალი ღირსებით. ქართველი ხალხი მალე საქართველოს გამარჯვებას იზეიმებს .
მადლობა ყველას, ვინც წუხელ, ჩემს სამშობლოს, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდით.
გარუსებულო ბიძინა, დაეხსენი ჩემს ტკბილ სამშობლოს, რომლის თავისუფლებაზე ფიქრის გარეშე ერთი წუთიც არ მიცხოვრია.
მიეცი სულის სიმშვიდე, გმირების წმინდა სულებს, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირენ.
წადი ბიძინა! შენ საუკუნის ყველაზე რეგრესული ანაქრონიზმი ხარ.
საქართველოს კი პროგრესი სჭირდება. განვითარების გზაზე შემდგარი საქართველო, ჭაობში ჩაძირე და რუსულ ლიანდაგზე გადაგდებას ცდილობ.
კარგად აუხსენი შენს პატრონებს კრემლში,- საქართველო ქართველებისაა. ქართველი შეიძლება აშიმშილო, აწამო, წაართვა ყველაფერი, მაგრამ ვერ დაიმორჩილებ, რადგან მას აქვს უმაღლესი ღირსება.
აუხსენი პატრონებს, რომ საქართველოს დაჩოქება არ გამოგივიდა.
ქართული ინტელექტის და მენტალობის ბრწყინვალება, საკუთარ ღირსებაში და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულშია.
ქართველი ხალხი გამარჯვების ფინიშთანაა!”
ექიმი მარინა ტოტოჩავა