თქვენი პრემიერი საერთოდ სხვა სამყაროშია – ევროპარლამენტარი “ოცნებას”

თქვენი პრემიერი საერთოდ სხვა სამყაროშია – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სანჩეს ამორმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილი ნატოს შესახებ რუსულ ნარატივს იმეორებს.

“თქვენი პრემიერი საერთოდ სხვა სამყაროშია. თქვენ აქ ამბობთ, რომ რაღაცას აკეთებთ, ის ხვდება მსოფლიოს ლიდერებს და სუკლ სხვა და უცნაურ განცხადებებს აკეთებს. რას ემსახურება ომის ნარატივი? თქვენი პრემიერი უბრალოდ რუსულ ნარატივს იმეორებს ნატოს შესახებ. მართლა გჭირდებათ ევროპაში? თქვენი აზრით, ეს ბროშურა დაგეხმარებათ, როცა ასე საუბრობთ უმცირესობაზე პრემიერი? ორბანი ყველაზე არალეგიტიმური ლიდერია ევროკავშირში, თუ მის გზას აირჩევთ, ეს არ არის შესაბამისი გზა”. – განაცხადა სანჩეს ამორმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share