ოზურგეთის „მერცხალმა“ – ქობულეთის „შუქურა 2“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ლიგის მე-9 ტურის მატჩი მერცხალის სტადიონზე ჩატარდა. მოწინააღმდეგე გუნდს გოლი გიორგი კაშიამ გაუტანა.
შემდეგი გასვლითი შეხვედრა 13 ივნისს, 17:00 საათზე, ბათუმის ბსუსთან გაიმართება.