საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, კონტროლს გარეთ მხოლოდ ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და თავად რჩება.
ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია – მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე – პრეზიდენტი – მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.