საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა.
ალენ ბერსე X-ზე წერს, რომ ის უკე შეხვდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საუბარს ელის:
პირველივე საქმე ამ დილით – შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მექნება შეხვედრები”- წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე X-ზე. დღეს, 18 დეკემბერს, ბერსე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.