ალუმინი – საბადო გურიაში

ამიერკავკასიის სტატისტიკურ-ეკონომიკური კრებულის (გამოცემულია 1925 წელს) მიხედვით გურიაში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციაპლიტეტში არსებობს ლატერიტული წარმონაქმნების საკმაოდ დიდი დანალექები, რომლისგანაც შესაძლებელია ალუმინის მიღება.
.
საუბარია აჭარა გურიის საზღვარზე, თუმცა კრებულში ზუსტი ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება.
.
აქვე აღნიშნულია, რომ ადვილად გასახსნელი თიხა ამ ელიუვიალურ წარმონაქმნებში ზოგ ადგილზე აღწევს 39%-ე და თუ კი წიაღისეულის დანალექების გამოკვლევა აჩვენებს ხსენებული შემადგენლობის ტოლ ან/და უფრო მეტ შემცველობის გავრცელების შესაბამის მასშტაბს უეჭველია, რომ აქ შესაძლებელია აულუმინის წარმოება.
.
P.S. ჩემს არქივში ინახება საბჭოთა პერიოდის დროინდელი გეოლოგიური რუკა, სადაც ასეთ თიხები აღნიშნულია ლაითურის და გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ლატერიტი (< ლათ. later – აგური) – ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკლი ჰავის პირობებში ლატერიტიზაციის შედეგად წარმოქმნილი ალუმინისილიკატების გამოფიტვის ელუვიური პროდუქტი. ლატერიტი გამოფიტვის ქერქის გათბობის, ორგანული ნივთიერების სწრაფი დაჟანგვისა და Fე-ის ძნელად გატანის გამო წითელი ფერისაა. იგი ძირითადად შედგება კაოლინიტის, რკინის ჟანგის, ტიტანის ორჟანგის, ჯიბსიტის, მაგნეტიტისა და ჰალუაზიტისაგან.
.
Закавказье Статистико-экономический сборник (1925)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share