ანრი ოხანაშვილი: ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები

ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

„ასეთი დამოკიდებულება საგანგაშო და შემაშფოთებელია, წარმოუდგენელი რამ არის. შესაბამისად, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები ბოლომდე დავიცვათ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share