2017-2019 წლებში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5% იყო, ხოლო ქალაქში – 19.8% – ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
მონაცემების მიხედვით, 2020 წელს კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილებამ, ავტომატურად გაზარდა სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი.
,,როგორც წესი, საქართველოში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფლად. ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით, ქალაქებსა და სოფლებში არსებულ უმუშევრობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. 2017-2019 წლებში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5% იყო, ხოლო ქალაქში – 19.8%.
სოფლის მეურნეობაში ჩართული იმ ადამიანების სტატუსის შეცვლამ, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი კომერციულ საქმიანობაზე ავტომატურად გაზარდა სოფლად უმუშევრობის დონე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უმუშევრობის დონის სხვაობა. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, 2017-2019 წლების საშუალო უმუშევრობის დონე სოფლად 16.9%-ს შეადგინა, ხოლო ქალაქში – 21.2%-ს“- ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში, რომლის წყაროც საქსტატი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა.
bpn.ge