Fox News-ის ინფორმაციით, კონგრესმენი ჯო ვილსონი 23 მაისს “MEGOBARI აქტს” წარადგენს. წერილობით განცხადებაში ვილსონი Fox News-სთან წერს, რომ ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ აშშ იტყუება, როცა სანქციებზე საუბრობს, თუმცა აშშ მოქმედებას აპირებს.
“ამათ ჰგონიათ ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის და აშშ-ს კავშირზე თავდასხმისთვის შედეგები იქნება. “MEGOBARI აქტი” აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს ქართველ ხალხთან მათ ფიცის გატეხვას და პროდასავლურ მომავალთან. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრეს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიმოქმედოთ” – წერს კონგრესმენი ჯო ვილსონი.
“MEGOBARI აქტი” მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.