მდინარაძე თუ ოხანაშვილი – ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს

ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილ მონაცვლე? – მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშეა დარჩენილი.

“პირველების” ინფორმაციით, ერთ ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი კანდიდატურა უკვე განიხილება.  პირველი – მამუკა მდინარაძეა, მეორე კი ანრი ოხანაშვილი.

 

ორივე იურისტი და ორივე საპარლამენტო წიაღიდან. ახლა საინტერესოა, რომელ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს  ბიძინა ივანიშვილი.

წესების მიხედვით, ახალი პროკურორის კანდიდატურაა საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს. თუმცა ოპოზიციას და მესამე სექტორის ნაწილს ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და ყველაფერს რა თქმა უნდა ოლიგარქი გადაწყვეტს.

ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ მისი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უცხოეთიდან გავრცელებული წერილით ამცნო საზოგადოებას, რომ თანამდებობას ტოვებს. ირაკლი შოთაძემ ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა, თუმცა, წყარო სამთავრობო წრეებიდან “პირველებს” უყვაბა, რომ შოთაძე ერთ-ერთი იყო ვინც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავებას ეწინააღმდეგებოდა.

 

“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციით შოთაძის წასვლის ერთ-ერთ მიზეზი ის  სისხლის სამართლის საქმეებია, რომლითაც ხელისუფლება ახლა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს სჯის.

 

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება –  წინ არჩევნებია ამიტომ “ქართულ ოცნებას” გარანტიები სჭირდება. “პირველების” რესპონდენტებს რჩებათ განცდა, რომ ივანიშვილმა ნიადაგის მომზადება დაიწყო და გენერალური პროკურორის პოსტს ჩააბარებს ადამიანს, ვინც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მის დავალებებს შასრულებს.

 

ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, შოთაძის გადადგომა ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია.

 

ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share