ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
“23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.
ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.” – ავრცელებს ენმ ინფორმაციას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს 1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.