საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე მოდის

წელს 9 თვეში საქართველომ 998,138 ტონა (1,021 მლრდ აშშ დოლარის) ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 939,224 ტონა ( 576,505 მლნ აშშ დოლარის).

საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე – 434 716 ტონა (430,870 მლნ აშშ დოლარი), 5,8% აზერბაიჯანზე – 58 656 ტონა (50,621მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2,9% თურქეთზე – 29 850 ტონა (36,178 მლნ აშშ დოლარი) მოდის.

რაც შეეხება დანარჩენ, ყველაზე მსხვილ იმპორტიორებს, ასე გამოიყურება:

  • რუმინეთი – 197 963 ტონა – 204,743 მლნ აშშ დოლარი (19,9%)
  • თურქმენეთი – 134 084 ტონა – 139,520 მლნ აშშ დოლარი (13,4%)
  • ბულგარეთი – 103 146 ტონა – 103,424 მლნ აშშ დოლარი (10,3%)
  • საბერძნეთი – 18 002 ტონა – 19,562 მლნ აშშ დოლარი (1,8%)
  • ეგვიპტე – 4 795 ტონა – 3,696 მლნ აშშ დოლარი (0,4%)
  • ირანი – 2 887 ტონა – 1,277 მლნ აშშ დოლარი (0,3%)
  • გერმანიია – 2 488 ტონა – 9,806 მლნ აშშ დოლარი (0,2%).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share