დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე ნეიტრალიტეტის ადგილი არაა და ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც NATO-ს თვდაცვის ქოლგით სარგებლობენ ალიანსის წევრები უნდა გახდნენ.
გრანტ შაფსის თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან, მაგალითად ირლანდია, მალტა, ავსტრია ან შვეიცარია, ალიანსს უნდა შეუერთდნენ. შაფსმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ქვეყნების NATO-ში ინტეგრაციის ლობისტი და მხარდამჭერი იქნება.
“ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ეფექტურად სარგებლობს NATO-ს დაფარვის ზონით, და მაინც არ ერთვებიან კონტინენტის კოლექტიურ თავდაცვაში. ახლა, როცა მგელი ევროპული კარების უკანაა, ნეიტრალურობის ადგილი აღარაა” – თქვა გრანტ შაფსმა.
შაფსმა დაადასრურა, რომ აპირებს ეს საკითხი ივლისში, NATO-ს 75-ე წლისთავზე ვაშინგტონის სამიტზე წინ წამოწიოს.