“ქართველი ხალხი ძალიან მარტივ სურვილებს გვთხოვს – დავუბრუნოთ ხმა და დავუბრუნოთ ევროპული მომავალი” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ზე წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ნამდვილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
”ქართველი ხალხი ძალიან მარტივ სურვილებს გვთხოვს – დავუბრუნოთ ხმა და დავუბრუნოთ ევროპული მომავალი. საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მართალია. თუ ევროპას არ შეუძლია, რომ 3.6 მილიონიან ერზე გავლენა მოახდინოს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთის ან რუსეთის წინააღმდეგ წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს”, – წერს მარკო მიხელსონი.