დღეს ნიკოლოზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ?

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი დღეს წმინ­და ნი­კო­ლოზს იხ­სე­ნი­ე­ბენ. რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­სა და მრევლს დღე­სას­წა­ულს ულო­ცავს.

“წმინ­და­ნი ქრის­ტე­შო­ბი­დან 257 წელს, მცი­რე აზი­ა­ში, პარ­თი­ა­ში, მდი­დარ და ღვთის­მო­შიშ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იგი და­უ­ღა­ლა­ვად ქა­და­გებ­და ღვთის სი­ტყვას და თა­ვა­დაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის მა­გა­ლი­თი იყო. 325 წელს მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ნი­კე­ის პირ­ველ მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ში, სა­დაც სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულთმოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლად მას შემ­დეგ ით­ვლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა წმი­დანს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შე­ა­ვედ­რა. წმინ­და­ნი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სა­ხელ­ზე მრა­ვა­ლი ტა­ძა­რია აგე­ბუ­ლი.

რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო ნი­კო­ლო­ზო­ბას ულო­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­სა და მის მრევლს და მშვი­დო­ბას უსურ­ვებს“, – ნათ­ქვა­მია რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share