საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხები და არა შიდა საქმეები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურებას ეხმაურება.
„ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე“, – წერს ელჩი.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.