მარტოც რომ მოვიდეს ივანიშვილი, მეც ვიქნები მარტო, ვილაპარაკოთ, კრიზისი არ ითმენს – პრეზიდენტი

”დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების სხვადასხვა, ცალკეულ პიროვნებებთან, რომელიც თავისთავად ცხადია, არაა აკრძალული, მაგრამ ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან, ვინც იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში, ანუ პოლიტიკური პარტიები და მათთან, ვინც აკვირდებოდა [არჩევნებს] და იცის, რა და როგორ იყო დარღვეული და მეორე მხარეს იყოს ივანიშვილი და მისი პარტიის მის მიერ დანიშნული რამდენი წარმომადგენელიც უნდა. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მაშინ, მეც ვიქნები მარტო და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ცოტა დრო, ეს კრიზისი აღარ ითმენს.”-

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშივლმა ვიდეომიმართვაში, სადაც  ივანიშვილთან შეხვედრასა და კომპრომისულ დიალოგზე საუბრობდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share