21 დეკემბერს მოცეკვავეების მარშს, რა დროსაც ისინი ხორუმის ცეკვით პარალმენტისკენ წავიდნენ, ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო “სიმბოლური და ამაღელვებელი მომენტი ამ მძიმე დღეებში“.
ნინო სუხიშვილის თქმით, ხორუმი არის ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
“ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა“, -აღნიშნა მან.
”ხორუმი ხომ ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ილიკო სუხიშვილმა ძეგლი დაიდგა ამ ცეკვის შექმნით, მისი ილეთი ყველა ქართველმა იცის და სწორდ ამითომ, ყველა ჩაება ამ ცეკვაში, მოცეკვავე იყო თუ არა. ეს ცეკვა იყო სიმბოლური და ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი ამ მძიმე დღეებში. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით“, – განაცხადა სუხიშვილმა.