მინდა, ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ – სუხიშვილი

”რაც საქართველოში ხდება, ჩემი ძალიან დიდი გულისტკივილია… არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, არ მინდა, პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი, რომელიც არის გადმოღებული, აბსოლუტურად რუსული პროპაგანდა…

ხალხს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც შეუპოვრად, აუცილებლად თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. სხვანაირად გამორიცხულია, უნდა მოუსმინო ამ ხალხს, უნდა გაიგონ მათი სათქმელი… არ შეიძლება, სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გვაშინებდნენ სულ გაუთავებლად, ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით…

…ახლანდელ თაობას ასე ადვოლად ვერ მოდრეკენ, მათ მართლა არ აქვთ შიშის გრძნობა… მართლა ჩემს თანადგომას და სილიდერობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც თითქმის ერთი თვეა ქუჩაში დგას და თავისი მომავლისთვის იბრძვის, არ უნდა, იყოს რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში და არ უნდა, მისი ქვეყანა მოწყდეს ორბიტას…

…მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ჩემი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ჰქონდეს ის მდგომარეობა, ის მომავალი, რასაკვირველია, ევროპისკენ ჰქონდეს უფრო გეზი და არა დავუშვათ, იმ შავბნელი რუსეთისკენ, რომელიც მტრად იყო აღიარებული… ზუსტად რუსეთი გვართმევდა ღირებულებებს.”

სუხიშვილების გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი TV პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share