”პრემიერმა მოყვა ძალიან დეტალურად და გრძლად – ომის დაწყებიდან უკრაინაში და სად ვართ დღეს. ამ ისტორიად მე დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება, და ამას ყველა გულისყურით ვუსმენდით. რომ მორჩა და წავიდა კითხვები, მე პრემიერს ვუთხარი: ეს ისტორია, რომელსაც თქვენ ყვებით, არის რთული ისტორია, ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რეალურად, რასაც გვიყვებით, რადგან ძალიან ბევრი ნიუანსია ან რატომღაც ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ხალხი ეთანხმება.
ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, არის შემდეგი: უკრაინაში დაიწყო ომი, ამ ომის დროს საქართველოს სთხოვეს ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს იმას, როგორ და რანაირად უნდა ჩავრთულიყავით და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და უარი თქვა ძალიან დიდი სანქციების დაწესებაზე… ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეხმარებოდნენ უკრაინას აქტიურად ფინანსურად, იარაღით და ა.შ.
ეს იყო ამ ისტორიის დასაწყისი. ამის მერე, რაც ხდება, იყო, რომ საქართველო ფართხა-ფურთხით შეგვაგდეს და გვითხრეს, რომ შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიატობაზე, მანამდე, ომის დაწყებამდე საქართველოს გვეუბნებოდნენ, რომ არ მოხვიდეთ, თქვენ წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ მოხვიდეთ, არ დაგველაპარაკოთო და ომი რომ მოხდა და საქართველო “ცუდად მოიქცა”, უცებ დაგვაჯილდოვეს და გვითხრეს, მოდით, ხალხო, მანამდე თუ გვეუბნებოდით, არ მოხვიდეთ და ჯერ ვერ განვიხილავთ, მოდი ახლა სწრაფად განვიხილავთ ამ თქვენს განაცხადს. ამას მოყვა ის, რომ როგორც ბევრი ელოდა, ჩვენ უარი გვითხრეს…
… ისტორია ვყვები დაახლოებით, რაც პრემიერმა მოყვა და მერე ხდება კანონი, კანონის მოტრიალება, სხვადასხვა რაღაცეები, მერე არჩევნები, გაყალბდა-არ გაყალბდა და ა.შ. ეს არის საკმაოდ რთული და გრძელი ისტორია, რომელიც მოყვა პრემიერმა… მერე მე ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, მერე ყველანაირი მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, არაფერში არ ჯდება – მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა და ეგ ვთქვი მე.
ეგ იყო ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი, რომ მეთქვა ეგ, რომ – ეს არის ურთულესი ისტორია, რომელსაც თქვენ ყვებით ბატონო პრემიერო და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში ზის ხალხი, რომელსაც ამ პირველი ნაწილის არ სჯერა, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, კარგები არიან. მე მყავს მეგობრები, მე მყავს პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომლებსაც შემიძლია ვაჩვენო, აი, ნახე ჰილარი კლინტონმა რა თქვა… ნახე, იქ რა წერია, იქ რა წერია და მაინც მიჭირს ამის დამტკიცება, რომ ვუთხრა, რომ – რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით…
…ესე თუ გჯერა, მაშინ უკვე შემდეგი ყველაფერი არის, აი… მერე იწყებ ფიქრს, რომ რამ გააგიჟა ეს ხალხი, ეს რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა რა აქვთ ტვინში, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავართ, მარსზე ხიომ არ მიმაფრენენ, რა ხდება. ამაზე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ როცა ამ ისტორიას ყვებით, ეს პირველი ნაწილი უნდა იყოს კარგად ახსნილი…
…მე მჯერა, ბევრი რაღაცაა, რაზეც ამ ისტორიაში შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ფუნდამენტალური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა, რაც მოყვა, მერე სხვანაირად აღიქმება” –