საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ეხმაურება.
„ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, – წერს იან კელი „ტვიტერზე“ და თან ინფორმაციას აზიარებს, სადაც ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზეა საუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.