აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მევიოლინე გვანცა ჩხეიძე, რომელსაც გუშინ თავს უცნობი პირები დაესხნენ, გაუჩინარებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.
ლელე მაისურაძე წერს, რომ ქალს პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს, რის შემდეგაც ჩხეიძის კვალი ქრება. აქტივისტის შვილი აღნიშნავს, რომ დედამისს ტელეფონიც გათიშული აქვს და ამ დრომდე უცნობია, სად და რა მიზნით გადაიყვანეს ის.
”გუშინ, როგორც იცით, დედაჩემს, გვანცა ჩხეიძეს დაესხა თავს ვიღაც შავებში ჩაცმული მამაკაცი და კედელს მიანარცხა, თუმცა დაზიანებები არ აღენიშნება და ყველაფერი რიგზე აქვს.
გვანცას დაურეკეს პოლიციიდან დღეს და ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 6 საათისთვის შეხვდა მათ და მამაჩემს უთხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და არ ეთქვა ჩვენთვის.
სახლთან და რომ გავედით და შევამოწმეთ გვანცას გასვლიდან 25 წუთში, არავინ დაგვხვდა, ალბათ გადაიყვანეს სადმე და ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვუკავშირდებით.
დავრეკეთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და ველაპარაკეთ, ასევე ველაპარაკეთ ადვოკატს.
ჯერ-ჯერობით ვარკვევთ სად გადაიყვანეს და თუ რაიმე ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ და დახმარება ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამიზიაროთ, – წერს მევიოლინეს შვილი.
თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე მევიოლინეს, გვანცა ჩხაიძეს თავს დაესხნენ – ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.
მისი თქმით, შავებში ჩაცმული კაცი მას მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიასთან გაუსწორდა.
“ამ ტკივილივით დასრულდებით, მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ ქოცებო” – წერს მუსიკოსი.