სანქცირებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უწყვეტად გრძელდება. პროტესტის 39 დღესაც ხალხი ისევ ქუჩაში დგას. მოქალაქეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
რესპუბლიკის მოედანზე “კაცების შოუს” მონაწილეები და მათი ფანები შეკრიბნენ. ტრანსფარანტებით, საქართველოს, ევროკავშირისა და საერთო იდეით შეიარაღებულები ისინი ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.
”ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვინდა ევროპაში. საეთი მოკლედ გზავნილი გვაქვს და ამის გარშემოა ეს ყველაფერი, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
ამავე მოთხოვნით ერთიანდებიან მსვლელობის სხვა მონაწილეებიც.
”ჩვენ გვინდა ხელახალი არჩევნები და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები, ჩვენ გვინდა ნათელი მომავალი, ახალგაზრდებს, რომლებსაც წაგვართვეს ყველაფერი. გვინდა ვიყოთ ჩვენც ევროპის ნაწილი, – ამბობს მოქალაქე.