სინდისის 11 პატიმრის ციხეში დატოვება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მათი მშობლებისთვის – ისინი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას პროტესტით და უსამართლობის გრძნობით შეხვდნენ.
”დატოვეს პატიმრობაში ამ მონებმა, ამ მათხოვრებმა. რისი გულისთვის? სამშობლოს სიყვარულს არ პატიობენ ამ ახალგაზრდებს, რისთვის, რა დააშავეს. მათხოვრები ესენი, გადადით ხალხის მხარეს თქვე არაკაცებო თქვენა”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულია დედა.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს ს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.