პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას. 8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა. იმავე დღეს პაპუაშვილმა “განმარტების გარეშე” ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას “არასათანადო” უწოდა. 11 აპრილს კი ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მზად არიან უკრაინაში წასასვლელად”.