რამდენიმე დღეა, ჩვენი პატარა ქალაქი შეაზანზარა თავზარდამცემმა ცნობამ- მოულოდნელად გარდაიცვალა თაკო ჭანუყვაძე, ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით, ნიჭიერებით, ხალისით, სიყვარულით, სიკეთით სავსე გოგონა, მეგობრების სული და გული, სკოლის გამორჩეული აღსაზრდელი, ქვეყნის მომავალი ღირსეული შვილი…
სკოლის დირექცია და პედაგოგები თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.