“ეხლა რომ ნახო რა დღეშია ეს ულამაზესი და ნიჭიერი ხალხით დასახლებული მხარე”…

კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ: ამ ჩვენი ხელისუფლების შემყურე ერთი გურულის გამონათქვამი მახსენდება: ,,ინტელიგენტი და უსტავლელი კაძახი რუმ შიადარო ერთმანეთს, მაი იგივეა გალესილი და გუულესავი რუმ შიადარო ერთმანეთს… ა, ჩვენ მაგფერი გუულესავი ვართ.” ა, სტორედ რომ იგენი არ იყვნენ გუულესავები, ჩვენი ძვირფასი მთავრობა კაი მაგარი გუულესავია და მთხლეია. გურულები კი რომ გუულესავები არ იყვენ, ამაზე ახლავე მოგახსენებთ და გაზეთ ,,დროებას” (1885) მოვიშველიებ: ,,ქუთაისის გუბერნიის სამაზრო ქალაქებში ცხოვრების სიცხოველით, აღებ-მიცემობის სიდიდით და ინტელიგენციის სიმრავლით უპირატესობა ოზურგეთს უნდა მიეცეს… ხუთი-ათასიოდე მცხოვრებელზე აქ ითვლებიან კურს-დასრულებულნი –უმაღლეს სასწავლებელში ათი, საშუალოებში – ოც-და-ხუთი, მდაბლებში ორმოც-და-შვიდმეტი, სასოფლო სასწავლებელში-ასი და იმისთანანი კი, რომელთაც წერაკითხვა არ იციან, თითქმის თითზე ჩამოსათვლელზე მეტი არ არიან. ქუთაისის გუბერნიის (დავამატებდი, საქართველოს მასშტაბით –ი.Mმ.) ვერც ერთს სხვა მაზრის ქალაქში ვერ ნახავთ ნასწავლთა და წერა-კითხვის მცოდნეთა ამდენ პროცენტს. რაც შეეხება თვით სოფლებს, იქაც იშვიათად შეხვდებით წერა-კითხვის უცოდინართ…. აქაური სკოლები ვერ ასდიან სწავლისათვის მოწყურვებულ ბავშვებს… მარტო შინაობაში სახმარებლად ასაღებენ წელიწადში 2,000-ოდე ,,დედა-ენას”, 1,000-ოდე ,,ბუნების კარს” და 700-მდე ,,კონას”. დაუმატეთ ეს აქაური აღებ-მიცემობის სიდიდეს, ზედ მიათვალეთ გურულების გამჭრიახობა და ნიჭი და თქვენც დამეთანხმებით, რომ გარეგანნი, ძლიერნი პირობანი არ უცარავდენ ხელს ამ ტურფას და ბუნებით მდიდარს მაზრას, მისი ყოფა-ცხოვრება გარდაქეშან-ჰაიარის სისწრაფით უნდა შედიოდეს ზნეობრივსა და გონებრივს წარმატებაში… მაგრამ უბედურებაც ის არის და სავალალოც, რომ ზემოდ მოხსენიებულნი გარეგანნი, ძლიერნი პირობანი ისეთის სულთა მხუთავისებური სიმკაცრით შემოხვევიან ჩვენი კუთხის ხალხის ცხოვრებას, ისეთი დედინაცვლური სიმძულვარით ეპყრობიან მისი ცხოვრების ყოველს ჰუმანიურსა და სამართლიანს მოთხოვნილებას, რომ არავითარი წარმატებითი ბიჯის წადგმა ხალხის ყოფა-ცხოვრებისათვის არ შეიძლება…”
ეხლა რომ ნახო რა დღეშია ეს ულამაზესი და ნიჭიერი ხალხით დასახლებული მხარე, ადამიანს გული მოუკვდება და იმის მაგიერ რომ რაღაც აკეთონ გურიისა და სხვა კუთხეებისათვის სასარგებლო (თუ საკონცერტო დარბაზი და მიჩურინულ-ბოტანიკური ბაღები საკმარისია, მაშინ მუნჯი ბაჩუასავით გავჩუმდები) აგი გუულესავი ხელისუფლება საკუთარ ტანზე კანონების ჭრა-კერვას უნდება, რუსების ტრაკისკენ გვექაჩება და იმითია დაკავებული. რომ ვინცხამ რაცხა უშვერი სიტყვა არ თქვას საცხა… მახლას!

ავტორი: ირაკლი მახარაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share