ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტ გრიგოლეთში არსებულ განუკითხაობაზე ადგილობრივები და დამსვენებლები დიდი ხანია საუბრობენ. არარსებული ინფრასტრუქტურა, წყლით დაფარული გზები, ანტისანიტარია და ზღვის პირზე გაცემული მშენებლობის ნაბართვები _ ესაა რეალობა, რომელიც ადგილზე ჩასულებს დაგვხდებათ.
არსებული რეალობა არც ტურისტებს მოსწონთ. ამბობენ, რომ ეს მიმზიდველი მხარე, ამ პირობებში არავის მოსწონს და ასე ქვეყანა და ლანჩხუთი ვერ განვითარდება.
“უცხოელი ამას რომ შეხედავს, საერთოდ აღარ მოუნდება აქ ჩამოსვლ და დასვენება. სიბინძურეა. ეს მშენებლობა პირდაპირ ზღვასთან. დამსვენებლებს არა გვაქვს უფლება გამოვიდეთ სანაპიროზე, ეს უფლება როგორ გასცეს? დაჭრეს ის ხეები, რომელიც ხიბლი იყო გრიგოლეთის”
“განუკითხაობაა, სიბინძურეა. ხეები მოჭრეს და თვეებია ეს სამშენებლო მასალები პირდაპირ ზღვაში ყრია. როგორ უნდა გაუწიონ ადგილობრივებმა აქაურობას რეკლამა?_ამბობენ დამსვენებლები.
ზღვაში დაწყებული მშნებელობები, როგორც ირკვევა, არც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოსწონთ, თუმცა, ამბობენ, რომ კანონს არ არღვევენ:
“თუ კი მოქალაქეს დარეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი და არანაირი კანონი არ ზღუდავს, რომ მიიღოს მშენებლობის ნებართვა, ზედამხედველობის სამსახურმა რა უნდა ქნას”?_ამბობს აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზედამხედელობის სამსახურში არც იმას უარყოფენ, რომ ამ მშენებლობების უკან შესაძლოა მაღალჩინოსნები იდგნენ.
ის, რაც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, თქვეს ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ მსაგვს ნებართვებს მხოლოდ ჩინოვნიკებზე ან მათ ახლობლებზე გასცემენ და გროგოლეთში, ზღვაში დაწყებული მშენებლობაც ამის მაგალითია.
კახა ასკურავა, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან – აი, ეს სახლი, რომელიც ზღვაში არი შესული და მის პატრონს რომ განუსაზღვრავს პირდაპირ აივნიდან გადახტეს ზღვაში თავით, არის პატარკაცისშვილის ოჯახის ახლობლის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თორთლაძის დის, ანუ მაღალჩინოსნის დის. აი, ეს ნებართვაც ასე მახინჯად იმიტომ არის გაცემული აქაც და დანარჩენ საქართველოშიც. იქაც, ბახმაროშიც ასეა. აბა, ვინ აზის თავზე საქართველოს? ბიძინა ივანიშვილი.
გივი ცინცაძე-როგორც ბიძინა ივანიშვილს აქვს შეყვანილი ზღვა სახლში, რითია ნაკლები ბიძინა ივანიშვილზე პატარკაციშვილი და შეყვანეს ზღვა სახლში. აივნიდან გადასახტომად პირდაპირ ზღვაში. ამაზე ის ვაჟბატონი, ქალაქის მერი, სარიშვილი აუცილებლად პასუხს აგებს”.
როგორ მიიღებს ნაბართვა მშენებლობა დაწყოთ პლიაჟზე ამის გადამოწმება მშენებლობის მფლობელებთან ვცადეთ, რომლებსაც პატარკაციშვილებთნ ახლობლობა არ დაუმალავთ, თუმცა, კითხვებზე პასუხის ნაცვლად ტვ” პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ამ საკითხით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და გაირკვეს, როგორ გაიცა ნებართვები პირდაპირ პლაჟზე, სადაც მაღალჩინოსნების და მათი ახლობლების მშენებლობების გამო, რიგითი ადამიანები ფეხითაც კი ვერ გადაადგილდებიან.