სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ ჭრილშიც. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში უკიდურესად გაჭირვეული მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება 2021 წლის თებერვალს 535 516 ადამიანი იღებდა დახმარებას, ხოლო იანვარში – 532 242.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვით:
- 2021 წლის მარტში თბილისში საარსებო შემწეობას 115 355 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 93 600 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
- კახეთი – 2021 წლის მარტში 55 794 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 48 020
- გურიაში 2021 წლის მარტში – 22 551 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2020 წლის მარტში – 19 449
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 13 907, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 779
- იმერეთი – მიმდინარე წლის მარტში – 69 939 ადამიანი – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 59 849
- მცხეთა-მთიანეთი – 2021 წლის მარტში – 16 407 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 14 213
- სამეგრელო ზემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 67 149 ადამიანი – გასული წლის მარტში – 59 450
- სამცხე-ჯავახეთი – 2021 წლის მარტში – 14 278 ადამიანი – 2020 წლის მარტში – 11 931
- ქვემო ქართლი – 2021 წლის მარტში 64 383 ადამიანი – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 49 823
- შიდა ქართლი – მიმდინარე წლის მარტში 49 455 ადამიანი – გასული წლის მარტში – 44 236
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2021 წლის მარტში 53 546 ადამიანი – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 44 918 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.