ადამიანს სიტყვაზე ეტყობა მიდრეკილება კარგისკენ აქვს თუ ცუდს ირჩევს.
ზოგი ცდილობს, ცუდიც ისეთი სიტყვებით მოგაწოდოს, გამართლება მოუნახო. ზოგი კი კარგსაც ისე გაანადგურენს, გულს მოგიკლავს.
მიზეზი, რატომ ხდება ასე, სიღრმეშია საძიებელი.
ბავშვობაში თვითონაც იგივე სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. სულ შიში, სულ ცუდის მოლოდინი და ეს ყველაფერი ისე ღრმად გაუჯდა, თავი ვერ დააღწია.
ზოგს ხასიათში გადაუვიდა… აბსოლუტურად მშვიდ, მყუდრო გარემოშიც შეიძლება შფოთი და ქაოსი დაინახოს, მოსვენება დაკარგოს. იმიტომ, რომ წარსულში ცხოვრობს. იმ პერიოდს ვერ გაექცა, სადაც მხოლოდ მძიმე ფერებით ხედავდა სამყაროს.
გამოსავალი არსებობს… ნებისმიერს თავად უნდა მოუნდეს წარსულს კარი მიუხუროს და სულში შერჩენილ ნარჩენებს ომი გამოუცხადოს… წინააღმდეგ შემხვევაში თავადაც დაიტანჯება და მის გარშემო მყოფებსაც დატანჯავს…
ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია… ხვალ შეიძლება სამყაროს აღსასრული მართლაც დადგეს, მაგრამ დღეს იყავი ბედნიერი, მოცემულობით… ან თავად შეიქმენი ბედნიერი წუთები და რა იცი, ღმერმა იქნებ ხვალინდელი წარღვნა გადაიფიქროს…
მამა პეტრე