ფრიდრიხ ბაიერნი გახლდათ ავსტრიელი არქეოლოგი და ნატურალისტი იგი 1849 წლიდან ატარებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს კავკასიაში. ბაერნი 1855 წელს დასახლდა თბილისში სადაც გახსნა „ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი“, მისი გათხრების შედეგებით მსოფლიომ პირველად გაიცნო საქართველოს სიძველეების შესახებ. იგი ასევე გახლდათ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1876 წლის 4 თებერვლის გაზეთ კავკაზის ინფორმაციით, კავკასის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ ფრიდრიხ ბაიერნს გამოუყო 600 მანეთი გურიაში, კერძოდ ვაშნარში და ანაპაში გათხრების ჩასატარებლად. ამავე გაზეთში არის კავკასიის არქეულოგიის მოყვარულთა საზოგადოების ოქმის ამონაწერი, რომლშიც არის ბაერნის მოხსენება ვაშნართან დაკავშირებით – „ბატონმა ბაიერნი თავის ანგარიშში ავითარებს აზრს, იმის შესახებ, რომ დიუბუა დე მონპრეს აზრით პეტრას ციხესიმაგრე და პროკოფი კესარიელის აღწერა ნამდვილად შეესაამება იმ ადგილმდებრეობას სადაც ახლა პეტრას ნანგრევები მდებარეობს. რაც შეეხება აქ ადრე არსებული რვაკუთხოვანი ნაგებობის ნანგრევს, რომელსაც დიუბუა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრად მიიჩნევს, ეს ნაგებობა ბაიერნის აზრით არაფერ სხვას არ წამოადგენს თუ არა რომაული აბანოს მსგავსი ნაგებობის ნანგრევებს და ა.შ. ბაიერნის თქმით ადგილობრივ მოსახლეობაში შემონახულია თქმულება, რომლის მიხედვით აქ იყო ძველი ქალაქი სახელწოდებით „ურია-ქალაქი“.
ფოტოზე ფრიდრიხ ბაიერნი (1817 – 1886)
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა