სუბსიდირება დასრულდა – ყოველ 100 კილოვატზე, 3 ლარითა და 50 თეთრით მეტს გადაიხდით, რეგიონებში – კიდევ უფრო მეტს

უპრეცედენტოდ გაზრდილი კომუნალური გადასახადების ფონზე, “ქართლი ოცნება” ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიასა და სხვა მომსახურებაზე ტარიფი უცვლელია და ამ ფაქტის დაჯერებას იმ მოქალაქეებისგან ითხოვს, ვინც უკვე მიიღო ქვითარი შოკისმომგვრელი ციფრებით.

ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, რომ დენის საფასური მოსახლეობის 95%-ს, ანუ, მილიონ 600 ათას ოჯახს გაეზარდა.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის გადაწყვეტილება დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჯიბეზე უკვე მომდევნო გადასახადში აისახება.  ხალხი ყოველ 100 კილოვატზე 3 ლარითა და 50 თეთრით მეტს გადაიხდის. 

სემეკის გადაწყვეტილება ძირითად ეხება, მათ, ვინც 300 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარს.

უფრო მძიმე ვითარებაა რეგიონებში. ოფიციალური მონაცემებით, სუბსიდირების დასრულების შემდეგ, სოფლად მცხოვრები ადამიანები 100 კილოვატ საათში 6 ლარით მეტს გადაიხდიან.

ელექტროენერგიის გაძვირებული საყოფაცხოვრებო ტარიფი იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ სად ცხოვრობს ესა თუ ის აბონენტი და რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share