“ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს, ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე” – ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ნიკა ქავთარაძემ, რომელიც “ჩდს მარშს” უერთდება, განაცხადა.
მსახიობის თქმით, “ქართული ოცნება” ტროლებ-ბოტებს ადამიანთა ტვინის არევისთვის იყენებს, თუმცა მისივე განმარტებით, ქართველი ხალხი გონიერია.
”ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს. ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე, რადგან უბედურების, ცუდი ამბების, ტროლების და ბოტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ტროლები და ბოტები არის ხელისუფლების იარაღი ადამიანების ტვინის არევის. ქართველები არ არიან ტროლები და ბოტები. ქართველები ვართ გონიერი ადამიანები, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი”, – ამბობს ნიკა ქავთარაძე.