ექსპრეტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი თბილისი რუსი დეზერტირების ბაზრადაა ქცეული.
„მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა “რუსული სოფელი” მათ მიერ გახსნილ ბაზრობას სალომე ზურაბიშვილმა.
იმიტომ უწოდა ბატონებო, რომ ერთხელ რომ გაიაროთ ამ სოფელში, ან აქვე, თბილისის გულში შეიხედოთ რესტორანში, მარკეტში, ბანკში, საბავშვო ცენტრში, თუ პარკში, თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ. ჩვენი შვილების და შვილიშვილების ადგილი აღარ დატოვეს არსად ”უფროსმა ძმებმა”
მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ…“ – წერს ხუხაშვილი.