“გამოვდივართ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების მოწოდებით ოცნების წინააღმდეგ – ევროპის სახალხო პარტიამ ბრიუსელში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე ამ მოთხოვნით საგანებო რეზოლუცია მიიღო. დამტკიცებულ დოკუმენტს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ევროდეპუტატი წერს, რომ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და ქვყენაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
“ევროპის სახალხო პარტიის” პოზიცია ნათელია: საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მასთან ჩართულობა არ შეიძლება.
გამოვდივართ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების მოწოდებით ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე”,-წერს იუკნევიჩიენე.