“მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება, კონგრესმენ ჯო უილსონს მიწვევისთვის მადლობას უხდის.
”მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, რომ ხელი შეუწყო ყველა მაღალი დონის კონტაქტს და მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლების ბრძოლას!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.