ფული, რომლის აღებასაც “ოცნება” მეოთხე პრეზიდენტს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის ინფორმაციის გავრცელებაში იქნა გადახდილი. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედა ‘საჯარო პოლიტიკაში” საუბრობს.
გიული ალასანიას განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მრაგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრი კოალიციის შექქმნას გეგმავს.
ალასანია ირწმუნება, რომ მეოთხე პრეზიდენტი აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
”იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი ეხებოდა, შეზღუდული წრისთვის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეში, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვიდრე თქვენგან არ გაიგო” – ამბობს ალასანია.