გურიის მოამბე

“ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია” – ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოცემა “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს აზიარებს.

დენიელ ფრიდი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტირანიისადმი ქართველების წინააღმდეგობა შთამბეჭდავია.

”ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის” – წერს დენიელ ფრიდი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share