”მშვენიერი გურიის მცხოვრებლები განათლებულობის უმაღლეს საფეხურზე დგანან”

1837 წელს გურიაში მყოფი ოდესის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ფონ ნორდმანი წერდა: ,,ამიერკავკასიის ყველა ტომს შორის, რომლებიც მე მოვინახულე, პატარა, მაგრამ მშვენიერი გურიის მცხოვრებლები განათლებულობის უმაღლეს საფეხურზე დგანან”.
,,გურულ მუსიკალურ ხელოვნებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია ამ კუთხეში გალობის ძლიერი ტრადიციის გათვალისწინების გარეშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრადიციის უწყვეტობა და ყოფაში მისთვის ღირსეული ადგილის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ გურულებმა შეძლეს. XIX საუკუნის შუახანებში ქართველი მოღვაწენი თანამემამულეთ მოუწოდებდნენ, მიებაძათ გურულებისათვის მამაპაპათა ბოძებული განძის სათუთად შენახვის საქმეში. მათი თქმით, გურიაში არა მარტო მგალობელნი და სასულიერო პირნი, არამედ საერონიც წმინდად იცავენ გალობის ტრადიციებს და სასულიერო მუსიკა მათი ყოფის განუყრელ ნაწილს შეადგენდა. როგორც ზემო, ისე ქვემო გურიაში დღესაც შეხვდებით საგალობლების მცოდნე პირებს”.
ედიშერ გარაყანიძე , ,,გურული მუსიკალური დიალექტის შესახებ”.
ირაკლი მახარაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share