გურიის მოამბე

ოკუპირებულ აფხაზეთში “ქართველ ჯაშუშს” 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში “ქართველ ჯაშუშს” 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კახა მურადოვი დამნაშავედ ცნეს “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით – „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მურადოვი “აფხაზეთის მოქალაქეა”, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.

მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ადასტურებდა მის ჯაშუშურ საქმიანობას ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელებს არ ასახელებდა, – წერდა მაშინ სააგენტო Apsnypress.

ცნობილია, რომ თავად მურადოვი ბრალს არ აღიარებს.

მურადოვი სოხუმში 2024 წლის 14 მაისს დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share