ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა და სამუშაოს საძებნელად პოლონეთში იმყოფება
ოზურგეთის მერიის მარალჩინოსანმა, ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციის უფროსმა, არჩილ ყაზაიშვილმა ტანამდებობა დატოვა და ამჯამად ის პოლონეტსი იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზაიშვილი, მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, კიშინსკიმ აიძულა, რომ განცხადება წასვლაზე დაეწერა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ -მიზეზი-არჩილ ყაზაიშვილის ოჯახის წევრების სოციალურ ქსელებში აქტივობა და პროევროპული პოსტების წერა გახდა.
“გურიის მოამბე” ოზურგეთის მერიის აწ უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს ვარშავაში (პოლონეთის დედაქალაქი) დაუკავშირდა:
“ოთხი შვილის მამა ვარ და 1500 ლარზე როგორ მემუშავა? ვაპირებ საზღვარგარეთ მუშაობას და ამიტომაც ვარ აქ”
გვითხრა ყაზაიშვილმა:
“გთხოვთ პოლიტიკური სარჩული გამორიცხოთ, წამოვედი ფინანსური მიზეზების გამო, სხვა რაიმე ამ ეტაპზე რა უნდა ვთქვა? უთანხმოება მე არავისთან არ მქონია, დავწერე განცხადება და წამოვედი, არც ვიცი ვინ დაინიშნა ჩემს ადგილზე” – გვითხრა ყაზაიშვილმა.