მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, გადამხდელების ხარჯზე, შეკოწიწებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ა(ა)იპ “ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრი”, იგივე “დასუფთავების სამსახური”, ყოველწლიურად, მილიონობით ლარით ფინანსდება, ასეთი მდგომარეობაა ოზურგეთის ცენტარლურ ქუჩებში და უარესი გარეუბნებსა თუ სოფლებში.
ეს ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური უბანია, ერისთავის ქუჩის დასაწყისი.
დღეობით გაუტანელი ნარჩენები ქმნის ანტისანიტარიას და ადგილობრივ მაცხოვრებელთათვის თუ აქ გამვლელებისათვის გაუსაძლის პირობებს.
რას აკეთებს შესაბამისი სამსახური?
“გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების ყაჩაღურად მოჭრასა და მითვისებაში ათეულობით ამ სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ასე მონაწილეობს “მომსახურების ცენტრი” უამრავ სადამსჯელო ოპერაციებში, რომელსაც მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს მოსახლეობის საწინააღმდეგოდ და ბუნებრივია, რომ მათ “ნაგვის გასატანად” – უბრალოდ – დრო არ რჩებათ.