ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსანს ქალბატონი მუქარასა და შევიწროებაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, გენადი კიშინსკის. ქალბატონი, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მისივე განცხადებით, კიშინსკი მას რამდენჯერმე საცხოვრებელ სახლში მიუვარდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – შემდეგ კი სატელეფონო მესიჯებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მისივე თქმით, მერიის მაღალჩინოსანი მის თვალთვალს და შევიწროებას დღემდე განაგრძობს, რის გამოც იძულებულია ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას მიმართოს.

აღნიშნული ქალბატონი „გურიის მოამბეს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, თუ როგორ იძალადა ფიზიკურად იმავე გენადი კიშინსკიმ, საკუთარ სამსახურეობრივ კაბინეტში, ფიზიკურად და სიტყვიერად რამდენიმე ქალბატონზე, თანამშრომლების თვალწინ.

„ჩავთვალე რომ ჩემი სიტუაციაც იდენტურია, იმ ქალბატონებისა, თქვენ რომ დაგიკავშირდნენ, და მინდა რომ ამ ადამიანმა პასუხი აგოს“ გვეუბნება დაზარალებული,

მანვე, რედაქციას, მტკიცებულების სახით, გენადი კიშინსკის მიერ. მის მიმართ, სატელეფონო მესიჯებით განხორციელებული, მუქარის შემცველი მესიჯები გააცნო, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share