ოზურგეთის მერია ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან ჰაერიდანაც გააკონტროლებს.
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ “დრონები” შეიძინა და ადგილობრივი მოსახლეობის მცდელობებს, ცვლიებები შეიტანონ თავ თავიანთ საცხოვრებელ სახლებსა და კარმიდამოში, ღობეებთან, სახლთან, საღორეებსა თუ ავტოფარეხებსა და საქათმეებთან მიმართებაში ჰაერიდან დააფიქსირებს და სოლიდური ჯარიმებით აღკვეთს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჯარიმების ოდენობამ, მსგავსი მცირე სამშენებლო სამუშაოების გამო, რომელზედაც სპეციალური ნებართვა მერიას გაცემული არა აქვს, მილიონ ლარს გადააჭარბა.
მდგომარეობას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ, ადგილობრივებმა არ იციან თუ ღობეების, ავტოფარეხებისა ანაც საღორეებისა თუ საქათმეების შეკეთებას სპეციალური ნებართვა სჭირდება.
მუნიციპალურმა საკრებულომ და მერიამ უფლებამოსილებები მუნიციპალურ ინსპექციას ისე მიანიჭეს და განკარგულებები გამოსცეს, რომ მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა არ მომხდარა.
ქ. ოზურგეთი 23 ნოემბერი 2022 წელი
ერთი მხრივ, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“,
წარმოდგენილი მისი დირექტორის, გენადი კიშინსკის სახით (შემდგომში – შემსყიდველი);
მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1; ტელ-ფოსტა: munitsipaluriinspektsia@gmail.com
საიდენტიფიკაციო კოდი: 437375458;
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა;
და მეორე მხრივ, სს „ელიტ ელექტრონიქსი“,
წარმოდგენილი გენერალური დირექტორის, ლადო ჯობავას სახით (შემდგომში – მიმწოდებელი);
მისამართი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის ქ. N3;
საიდენტიფიკაციო კოდი: 202268928
ტელეფონის ნომერი: 577 33 31 43; E-Mail: kutubidze_l@elitelectronics.ge
ბანკის რეკვიზიტები: ს.ს „თიბისი ბანკი“;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
ანგარიშის ნომერი: GE 69 TB 0600 0001 2046 7205
შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი,
როგორც „მხარეები“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე
ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და CPV კოდი
1.1. ხელშეკრულების საგანია – სამსახურეობრივი საჭიროებისათვის დრონი (CPV32351000) DJMini3Pro(DJI RC)- ოს
შესყიდვა.
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
2.1. სახელშეკრულებო ჯამური ღირებულება შეადგენს 3200 (სამიათას ორასი) ლარს, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
იგივე თემაზე გთავაზობთ ასევე:
ოზურგეთის მერიამ მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარი საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება აუკრძალა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ კარმიდამოებში ნებისმიერი საქმიანობის ჩატარება,მათ შორის,საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება სპეციალური ნებართვის გარეშე აეკრძალა .
მაგალითად, თუ სახლში გაქვს საქათმე („კარია“), სადაც თქვენი ქათამი ვერ ახერხებს ასვლას და თქვენ გადაწყვითეთ კუსტარულად მოწყობილ ასასვლელს ერთი საფეხური დაამატოთ, თუ ამას ოზურგეთის მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის გარეშე აკეთებთ, უმალ თქვენთან მოვლენ ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და 1 ათასიდან 4 ათასამდე ლარით დაგაჯარიმებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მცხოვრები ნაზიკო ჯაველიძე, ერთ-ერთია იმ ასეულობით მოქალაქეებიდან, რომლებიც მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თითქოსდა უკანონო მშენებლობისათვის დააჯარიმა.
ქალბატონ ნაზიკოს, „გაუმართლა“ მას მხოლოდ ათასლარიანი ჯარიმა ხვდა წილად.
მოდით ვიკითხოთ, რას აკეთებდა ის საკუთარ საცხოვრებელ ეზოში, სოფელ გაღმა დვაბზუს ერთ ერთ შუკაში სახლის უკან?
ნაზიკო ჯაველიძე „ოჯახური სასტუმროს“ მფლობელია, თანაც წარმატებული. მის სახლს სულ სტუმრები ყავს, დაწყებული უბრალო მოქალაქეებით, დასრულებული უცხოელებითა და ოფიციალური დელეგაციის წევრებით.
მისი საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ავტოფარეხს, ქარმა მიმდინარე წელს სახურავი დაუზიანა, ქალბატონმა ნაზიკომ გადაწყვითა მისი შეკეთება და სახურავის რემონტი დაიწყო:
„სახურავის შეკეთება დაწყებული არ იყო და მოვარდნენ ვიღაცეები, სიმართლე გითხრათ ანტიტერორისტული ოპერაცია მეგონა, ვიფიქრე ალბათ ნაზიკომ არ იცის და ესებუა ისვენებს თქვა, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიე სახლის უკან არსებული „გარაჟის“ სახურავის შეკეთებაზე იყო საუბარი. იმ წამსვე ჯარიმა ამოუწერეს“ – იხსენებს ჯაველიძის მეზობელი „გურიის მოამბესთან“ საუბრისას.
ნაზიკო ჯაველიძე:“ინსპექციის უფროსმა, კიშინსკიმ მითხრა რომ საჩივარი იყო შემოსული-„რა ვქნა ძმაო , კანონია ასეთი რეაგირება უნდა მოვახდინოო“- და გადამამისამართა თამაზ ლომჯარიასთან, ინფრასტრუქტურულ განყოფილებაში, ლომჯარიამ მითხრა თუ მქონდა კანონიერი საფუძველი რომ ავტოფარეხში სახურავი გამეკეთებინა , უნდა წარმომედგინა დოკუმენტაცია. წარვადგინე 2006 წლამდე არსებული ორთოფოტოები, უამრავი დოკუმენტი, სამი თუ ოთხი დღე მატარეს და ბოლო ბოლო დამაჯარიმეს 1000 ლარით.“ იხსენებს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მეწარმე.
ქალაქ ოზურგეთში მაცხოვრებელი ერთ ერთი ადამიანი ამ სამსახურმა იმიტომ დააჯარიმა 4 000 ლარით, რომ ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს მესერს ცვლიდა, ხოლო ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი ასევე 4 ათასი ლარით დაჯარიმდა საკუთარ რესტორანში შუშის ჩასმის გამო.
განსაკუთრებით კატასტროფული ამბავი ოზურგეთის ყოფილ ვიცე მერს, ალეკო სურგულაძეს შეემთხვა, რომლის შემთხვევაში, პირადად კიშინსკის მხრიდან, ჩვენი ვერსიით, ადგილი ქრთამის გამოძალვას ჰქონდა.
ნაზიკო ჯაველიძისაგან განსხვავებით, ალეკო სურგულაძე ჩვენთან არ საუბრობს და კომენტარის გაკეთებაზეც უარს ამბობს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, კიშინსკის უწყებამ მისი დაჯარიმება 4 000 ლარით მხოლოდდამხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურგულაძე სახლის გარეგანი დეკორისას ე.წ „ბრიზგი“ გამოიყენა.
როგორც გვეუბნებიან, დაჯარიმების პროცესში მან ვაჭრობა დაიწყო სუბიექტთან – „მე არ მომკვდარვარ, ცოცხალი ვარ ძმაო“ – ეს კიშინსკის სიტყვებია . თუმცა ამ უკანასკნელმა ნებისმიერი სახის უკანონო კომუნიკაციაზე უარი მიიღო.
ასეთი მაგალითები ოზურგეთში ათობითაა, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფლებში, სადაც ინსპექცია ისე აჯარიმებს მოქალაქეებს, გაფრთხილებებს, რაც კანონით ევალებათ არ იყენებს, ან თუ იყენებს, მხოლოდ ფორმალურად, მაგალითად დღის 13 საათზე გააფრთხილებენ, 13 საათსა და 12 წუთზე დააჯარიმებენ.
არადა ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთოდ არ იცის ამ კანონისა და შესაბამისად მისი მიღების შედეგად გამოწვეული შეზღუდვების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოქალაქეების ინფორმირებულობისათვის არაფერს არ აკეთებს.
თუმცა რადიკალურად საპირისპირო ქმედებას ვაწყდებით, , როცა საქმე ხელისუფლებასთან დაახლოებულ „ბიზნესმენებს“ ეხება.
ის, რომ გურიაში და კერძოდ ოზურგეთში ორი ცნობილი ბრენდი „ტეგეტა მოტორსი“ და „გორგია“ შემოდის , მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ…
ერთმაც და მეორემაც საკუთარი საქმიანობა კანონების უხეში დარღვევებით დაიწყეს, თუმცა კიშინსკის უწყება ამაზე ან თვალს ხუჭავს, ანაც, დიდი ალბათობით ამ თვალის დახუჭვაში პირად სარგებელს იღებს.
რომ დავაკონკრეტოთ, როცა დარღვევებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში ეს კომპანიები არ გვყავს, არამედ ისინი, ვისგანაც ეს ბრენდები იჯარით ფართს იღებენ.
მაგალითად „გორგია“ შედის ანასეულის ასახვევში, მეცნიერების ქუჩის პირველ ნომერში არსებულ ფართში, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტს , ზაზა მურვანიძეს ეკუთვნის. მურვანიძემ, რომელიც საქართველოდან გაქცეულია, რადგან მას პოლიცია ოჯახური ძალადობის ბრალდებით ეძებს, სანამ შენობას ამ ადგილზე ააშენებდა 30-ზე მეტი მრავალწლოვანი ფიჭვი მოჭრა და მშენებლობა ისე დაიწყო , ნებართვას არც დალოდებია.
კიშინსკის უწყება დუმს. იქნებ იმიტომ , რომ ზაზა მურვანიძე საარჩევნო პერიოდში, თავის თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ოცნების“ „სამსახურშია.
უფრო კატასტროფული სიტუაციაა „ტეგეტა მოტორსის“ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მფლობელი „რევა მოტორსია“, რომლის 50% იანი წილი ილა კეჭაყმაძის ოკახს ეკუთვნის, თუმცა ამჯერად ცოლის ნაცვლად რეესტრში მისი ვაჟი რევაზ კეჭაყმაძე ფიგურირებს.
„რევა მოტორსმა“ მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ნებართვას არც დალოდებია, და აქვს თუ არა ახლაც ეს ნებართვა მერიიდან მიღებული, უცნობია.
თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტი, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთს, სადაც „რევა მოტორსმა“ მშენებლობა განახორციელა, სტატუსი – სასოფლო სამეურნეო მიწიდან არასასოფლო სამეურნეოზე გადასვლა (რომლის გარეშეც მშენებლობის ნებართვას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა)-მიმდინარე წლის 6 ივლისს შეეცვალა-არადა მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყო.
თუმცა ამაზე კიშინსკის უწყება დუმს, რადგან ეშინია „მეჩეჩზე“ არ შეჯდეს – ილა კეჭაყმაძე ხომ სუსთან დაახლოებული პირია…
აქედან გამომდინარე მისი სამსახური ძირითადად უბრალო მოქალაქეების დაჯარიმებებზეა გადასული.
ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნა.
„ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი მანდატით, თანამედროვე ტექნიკით და უნიფორმებით.
მუნიციპალური ინსპექცია – რეაგირების, მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება“ ბრძანა რეფორმირებული სამსახურის პრეზენტაციისას, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
მიმდინარე წლის 24 იანვარს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გენადი კიშინსკი რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს სურამსა და თბილისში, ასევე ავტომობილს თვითონ და მისი მეუღლე, აქვს პისტოლეტი, არის „ვითი ბი“ ბანკის მომხმარებელი და სარგებლობს იპოთეკური სესხით.
თავიდან გენადი კიშინსკი – ზედამხედველობის სამსახურის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი იყო.
მოგვიანებით ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ/შ გახდა.
ცოტა უფრო გვიან კი ოზურგეთის მუნიციპალური მერიის ზედამხდველობის სამსახურის უფროსი.
მას მუდმივი დაპირისპირება ქონდა მის წინამორბედთან, შუქრი გაბრიჩიძესთან, და ამ უკანასკნელს ხშირად ემუქრებოდა ხოლმე.
ქონება – MITSUBISHI PAJERO – ღირებულება – 7 500 აშშ დოლარი
პისტოლეტი JERICHO 941 PSL – ღირებულება – 1000 აშშ დოლარი
მიწის ნაკვეთი – , რაიონი ხაშური , დაბა სურამი , ბუღაურა, 640 კვ.მ; ღირებულება 3 500 აშშ დოლარი;
ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, კრისტიან სტივენის ქუჩა, N 73, 500 კვ.მ – 115 000 აშშ დოლარი;
რაიონი ხაშური, დაბა სურამი , ბუღაურა, 168 კვ.მ – 3 000 აშშ დოლარი;
მეუღლე ნინო გაბუნია – ადმინისტრაციული სამსახური, საქმის წარმოების უფროსი სპეციალისტი
ქონება – მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES SMART 3 500 აშშ დოლარი