ოზურგეთის მერია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული გზაგამყოფების დემონტაჟს გეგმავს

“სიორიძის აღმა ხნული თალაკვაძეებმა დაღმა ფარცხეს”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ  – ჭავჭავაძისა და გაბრიელ ეპისკოპოსის – ქუჩებზე არსებული გზაგამყოფების, ღამის განათებების და მასთან არსებული გაზონების დემონტაჟს გეგმავს.

როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ ერთმა ხელმძღვანელმა უთხრა – გადაწყვეტილება ამის შესახებ ოზურგეთის მერიაში, უკვე მიღებულია.

აღნიშნული პროექტი ქალაქ ოზურგეთის მაშინდელმა (2014-17 წწ) მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს გადასცდა.

ზუსტი ღირებულების დასადგენად ჩვენ მაშინდელ მერს, ბეგი სიორიძეს დავუკავშირდით, თუმცა თუ რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ეს პროექტი მანაც ვერ გაიხსენა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share