“ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით”– ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას.

– განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, მან დღეს ამერიკის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებსა და მთლიანად სასამართლო სისტემას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share