„საერთო მახასიათებელი ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრობს.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ როდესაც საქართველოს უყურებს, პესიმიზმი იპყრობს.
აშკარაა, რომ არის რაღაც გეგმა და ეს გეგმა თბილისში არ დახაზულა, ცოტა ზემოთ, ჩრდილოეთისკენ შეიმუშავეს. მათი სტრატეგიაა, საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორონ – აცხადებს აუსტრევიჩიუსი.
”არ ვიცი, როგორი ფორმით, რა გზით განვითარდება მოვლენები საქართველოში, შეიძლება, არ იყოს ბელარუსის სცენარის იდენტური პროცესი. მაგრამ ერთი რამ მარტივი დასანახია: რუსეთისთვის ყოველი ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ სვლას აპირებს, მიუღებელია. ისინი ნებისმიერ შანსს იყენებენ, რათა ასეთ ქვეყნებს ეს არჩეული გზა შეაცვლევინონ, საკუთარი კურსის შეცვლამდე მიიყვანონ და შემდეგ მსოფლიოს აჩვენონ, თითქოს ეს ქვეყნები ვერ შედგნენ, ისინი არავის უნდა და სჭირდება, რუსეთის გარდა. „დაბრუნდით დედა რუსეთში, ყველასთვის ასე აჯობებს“, – ასეთია მათი გზავნილი. საქართველო ბელარუსთან შედარებით უფრო დინამიკური ქვეყანაა – ქართველებს სხვა გამოცდილება აქვთ, მათ დემოკრატიის გემო გასინჯეს და საერთაშორისო ასპარეზზეც მეტი კავშირები აქვთ. მაგრამ, მაინც, როდესაც საქართველოს ვუყურებ, როდესაც ვხედავ, საით მიდის, პესიმიზმი მიპყრობს… აშკარაა, რომ არის რაღაც გეგმა და ეს გეგმა თბილისში არ დახაზულა, ცოტა ზემოთ, ჩრდილოეთისკენ შეიმუშავეს. მათი სტრატეგიაა, საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორონ.”