რას ნიშნავს ასეთი მაღალი აქტივობა და რა მოჰყვება გერმანიაში ქართველების დროებით დასაქმებას, კინორეჟისორი გოგი თორაძე აცხადებს, რომ ქვეყანა მიდის ფსკერისკენ და მალე ემიგრანტების ქვეყანა გახდება. “სრული უპერსპექტივობა აჩენს ასეთ ვითარებას, ეს უპერსპქტივობა შეეხო ჩემს პროფესიასაც. ფაქტია, რომ ხალხი ლუკმა-პურის საშოვნელად იძულებულია გადაიხვეწოს ქვეყნიდან, თავი გადაირჩინოს და გამოკვებოს თავისი ოჯახი. “მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოკალათებული ერთი მუჭა ადამიანები მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხის საკეთილდღეოდ. ამას ემატება ორ პარტიას შორის გაუთავებელი ბრძოლა და იმის განცდა, რომ ვიდრე ეს ორი პარტია ერთმანეს ებრძვის, რეალურად მათ ყოფაში არაფერი შეიცვლება. “ამ პროექტში ვერაფერს დადებითს ვერ ვხედავ, არაფერი გამართლება არ აქვს და მთავრობას შეეძლო ისე მოეწყო საქმე, რომ ამ ადამიანებს აქ ემუშავათ სეზონურ სამუშაოებზე. ეს ადამიანები სამი თვით თუ წავლენ, ალბათ მოძებნიან გზებს რომ კიდევ სამ თვე დარჩნენ. ან სამშობლოდან გადახვეწილთა უმრავლესობა იქ დაოჯახდება და შვილებსაც გააჩენს. “ასე რომ, მალე საქართველოში პენსიონრების მეტი აღარავინ დარჩება და გახდება ემიგრანტების ქვეყანა. რაც შეეხება თავად ფაქტს, რომ ერთ დღეში ქვეყნიდან წავლის მოსურნე 53 ათას მოქალაქეზე მეტი დარეგისტრირდა, ეს ციფრი ალბათ გინესების წიგნში უნდა შეიტანონ”- განაცხადა “რეზონანსთან” კინორეჟისორმა გოგი თორაძემ.